ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების შედეგებს ცნობს, მას კოალიციაც აღიარებს

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ცნობს, მაშინ მას კოალიციაც აღიარებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი კონგრესმენების განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

კოალიციის ლიდერით თქმით, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადება იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე დიდი ყურადღებაა მიპყრობილი.

”ხალხის განწყობა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველი ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და სამართლიანი გზით შევცვლით ჩვენს მოძალადე ხელისუფლებას". - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერმა თიანეთის რეგიონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ”ეს რეგიონი დღეს ხელისუფლების მხრიდან მთლიანად გადაგდებული და მიტოვებულია.”

 

კომენტარები