
აიათოლა რუჰოლა ხომეინის ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის ოცდაათი წლის შემდეგაც ქვეყნის ლიდერები მის მსოფლმხედველობას იზიარებენ. ჩინეთის და სხვა ყოფილი რევოლუციური რეჟიმებისგან განსხვავებით, ახლანდელმა ირანმა იდენტობის შენარჩუნება რელიგიის ხარჯზე მოახერხა. შიიზმის რადიკალური ვარიანტი სახელმწიფო იდეოლოგიაა, ის ღვთის ნების დედამიწაზე ასრულებად მიიჩნევა, რომლის უარყოფა საშინელი ცოდვაა.
ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის, ოლივიე რუას მიხედვით, შიიტობა არაბული ფენომენია, რომელმაც ირანში გვიან მიაღწია და კლერიკალური იერარქიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეუწყო ხელი. შიიტობა ირანში XVI საუკუნის დასაწყისში სეფევიდების დინასტიამ შეიტანა. სტაბილური სახელმწიფოს ასაშენებლად, ჭრელი ლინგვისტური და გეოგრაფიული წარმოშობის ახალმა სუვერენებმა სახელმწიფო რელიგიად თორმეტეული შიიტობა მიიღეს. ეს უკანასკნელი ელოდება მუჰამედის პირდაპირი შთამომავლის, მაჰდის, იგივე მეთორმეტე იმამის გამოჩენას, რომელიც არ მომკვდარა და დამალულია. შიიტობა გააძლიერა ბიუროკრატიული სახელმწიფოს ტრადიციამ, რომელიც ირანში ანტიკურობის პერიოდიდან არსებობდა. მას ასევე ამყარებდა ირანის მთიანეთით შემოსაზღვრული გეოგრაფიული მდებარეობაც. ამგვარად, შიიტობა ირანის თანამედროვე ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა.
კლასიკური სახით შიიტობა პოლიტიკურად ძალიან პასიურია. ის დამალული იმამის გამოჩენით უსამართლობის დასრულებას მოელის, მანამდე კი შიიტი სასულიერო პირების უმრავლესობა კანონიერ პოლიტიკურ ხელისუფლებას გამორიცხავს. მათი აზრით, მაჰდის გამოჩენამდე პოლიტიკა არსებითად მცდარია და რელიგიის ადამიანებმა უნდა იფრთხილონ, რომ მასში არ გაერიონ.
1970-იანი წლებიდან შიიტურ აზროვნებაში რევოლუციური ცვლილება აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინიმ შემოიტანა. 1970 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი „ისლამური მთავრობა: იურისტის მმართველობა” და ქვეყნიდან გაძევებული შეუდგა ლექციების ჩატარებას. მისი მტკიცებით, იმამ მაჰდის არყოფნის პერიოდში, ხელისუფლება უნდა 
ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ხომეინიმ მთლიანად შეცვალა ირანის პოლიტიკურ-რელიგიური გარემო და შიიტური ისლამი ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის განუყოფელ ნაწილად აქცია. რევოლუციის შემდეგ მომხდარმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ძალაუფლების გამყოფ ტრადიციულ სამ შტოზე მაღლა დიდი აიათოლა ხომეინი დააყენა.
ხომეინისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შიდა რევოლუციური მღელვარების გაგრძელება, ხოლო ირანის მიზანი, საღვთო მანდატის შესრულება იყო. მის ინტერნაციონალიზმს ესაჭიროებოდა ანტაგონისტი, რომლის წინააღმდეგაც მოსახლეობას 
1979 წლის ნოემბერში დაწყებული აშშ-ის საელჩოს მძევლების კრიზისი ხომეინიმ კარგად გამოიყენა პოსტრევოლუციური ირანის დროებითი მთავრობის ჩამოსაცილებლად. პრემიერმინისტრ მეჰდი ბაზარჯანის მთავრობა აშშ-სთან ნორმალური ურთიერთობების მოსურნე ზომიერი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა, რაც სასულიერო წრეების მიზნებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. ხომეინიმ ისარგებლა მის მიერ წახალისებული საელჩოს ალყით გამოწვეული ანტიამერიკული სახალხო სენტიმენტებით და დაამტკიცებინა სათავისო კონსტიტუცია, რომელმაც ძალაუფლება არნახულად გაუზარდა.

1990-იან წლებში ირანის საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი დოგმატიზმს ჩაენაცვლა. ახალი პრეზიდენტი ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი და მისი მოკავშირეები ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფოს არსებობისთვის ლეგიტიმურობის მოპოვება ესაჭიროებოდა. იზოლაციისგან თავის დასაღწევად და ეკონომიკის აღსადგენად, ირანს მეზობელ არაბულ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება მართებდა. რაფსანჯანის მისწრაფებებს საგრძნობ დაბრკოლებას უქმნიდა ქვეყნის დაზვერვის მიერ მოწყობილი დივერსიული აქტები.
დიდი ცვლილებები დაიწყო ირანის საგარეო პოლიტიკაში 1997 წელს რეფორმისტი პრეზიდენტის, მუჰამედ ხატამის არჩევის შემდეგ. მის დროს უამრავი სავაჭრო, დიპლომატიური და უსაფრთხოების შეთანხმება გაფორმდა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, შეწყდა ირანელი დისიდენტების მკვლელობა ევროპაში და სალმან რუშდის სასიკვდილო განაჩენი მოეხსნა. ხატამიმ ისრაელის 1967 წლამდე საზღვრებში აღიარებაზე მზადყოფნაც გამოთქვა, რაც კლერიკალების მხრიდან 
11 სექტემბრის ტრაგედიის შედეგები პრეზიდენტ ხატამისთვის აშშ-სთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საუკეთესო შესაძლებლობად მოჩანდა, რადგან თალიბანის საფრთხე ორ ქვეყანას აერთიანებდა. თუმცა 2002 წლის იანვარში პრეზიდენტ ბუშის მიერ ირანის „ბოროტების ღერძის” ნაწილად და ტერორიზმის სპონსორად დასახელებამ, ხატამის გეგმები დაასამარა და უნებლიეთ კლერიკალების პოზიციები გააძლიერა.
2005 წელს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმედინეჟადის არჩევით ირანის პოლიტიკურ არენაზე „ახალი მემარჯვენეები” დამკვიდრდნენ, რომელთაც ისლამისტური იდეოლოგია, ნაციონალიზმი და ანტიდასავლურობა გააერთიანეს. მათ აღმასვლას თან დაერთო ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური პარტიების წინ წამოწევა და ირანის ბირთვული პროგრამის არნახული განვითარება. შედეგად, ირანი უმნიშვნელოვანეს რეგიონულ მოთამაშედ დამკვიდრდა. მას კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ ქვეყნებთან, ამჯერად არა რევოლუციის ექსპორტის, არამედ ბირთვული საკითხის გამო. ანტაგონიზმის სამი ათეული წლის მანძილზე პირველად გაჩნდა ირანსა და ისრაელს შორის შეჯახების რეალური საფრთხე. ძველი ბალანსი პრაგმატიზმსა და იდეოლოგიას შორის ისევ ამ უკანასკნელის მხარეზე გადმოიხარა.
დღეისთვის ირანის საგარეო პოლიტიკა მონოლითური არაა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა. ოფიციალურად, საგარეო პოლიტიკას უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წარმართავს, რომელიც უმეტესად საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, დაზვერვის უმაღლესი ოფიციალური პირებისგან და რევოლუციური მცველების არმიის სამხედრო ლიდერებისგან შედგება. საბოლოო სიტყვა საბჭოს გადაწყვეტილებებზე ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ეძლევა. ერთი ცნობილი მიმომხილველის თქმით, აიათოლა ხამენეი ქვეყანას, როგორც გენერალური დირექტორი, ისე მართავს.





