ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება მორიგ აქციებს თელავში, ახალციხესა და ზუგდიდში გამართავს

კოალიცია ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო აქცია 9 სექტემბერს თელავში, 17:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია აქციებს აგრეთვე, 15 სექტემბერს ახალციხეში და 22 სექტემბერს ზუგდიდში გამართავს. აქციების ჩატარების ზუსტი ადგილები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე დღეებში ლაფანყურში განვითარებული მოვლენების გამო 2 სექტემბერს კოალიცია ქართულმა ოცნებამ თელავში დაგეგმილი აქცია გადადო.

 

კომენტარები