28 აგვისტოს ევროკომისიამ 60 მილიონი ევრო გამოყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ეს დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
დახმარების პირველი ნაწილი მცირე ფერმერთა ასოციაციების განვითარებას მოხმარდება. ეს ხელს შეუწობს კერძო ფერმერებს თანამშრომლობის განვითარებაში, ასევე სამთავრობო ინსტიტუტებს - შეიმუშაონ ეფექტური რეაგირების მექანიზმები, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
პროგრამის მეორე ნაწილი ინსტიტუციონალური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. მისი მიზანი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება იქნება, რომლებიც განახორციელებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. დაფინანსება მოიცავს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ლაბორატორიების აღჭურვასაც, რათა სააგენტომ შეძლოს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულება.




