ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ აღებულ კრედიტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2003 წლიდან ხელისუფლებას კრედიტის სახით 6 მილიარდი დოლარი აქვს აღებული, საიდანაც ,,მაქსიმუმ 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა პროექტებზე’’. მისივე თქმით, აღებულმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი ორჯერ გაზარდა, ,,რაც მოსახლეობის გადასახდელია’’.

,,რას გვამადლიან, ჩვენს მიერ ჩვენი გასასტუმრებელი ფულით აშენებულ გზებს გვამადლიან? რაიონების შიდა გზები ბევრი აშენდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს თანხებიც მიზნობრივად არის გახარჯული" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდება, რაც ,,საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.’’

კომენტარები