ჯულიან ასანჟი

ეკვადორმა ასანჟს თავშესაფარი მიანიჭა

ეკვადორმა ვიკილიქსის დამაარსებელ ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. წინა დღეს ბრიტანეთი ბრიტანეთი ყოფილი ჰაკერის დასაკავებლად ლონდონში ეკვადორის საელჩოს რეიდით დაიმუქრა.

ბრიტანეთის საგარეო მდივანი უილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ ლონდონს გადაწყვეტილი აქვს ასანჟის შვედეთში ექსტრადირება, სადაც ის გაუპატიურებაში არის ბრალდებული. ასანჟი შიშობს, რომ მას საბოლოოდ აშშ-ში გააგზავნიან, რომლის ათასობით დიპლომატიური და სამხედრო არხი ვიკილიქსით გაიჟონა.

ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის რიკარდო პატინოს თქმით, მისი ქვეყანა ზრუნავს ავსტრალიელის უსაფრთხოებაზე. მცირე ხნის წინ, ასანჟმა თავშესაფარი ‘კორუმპირებული’ მედიის და ამერიკული ‘იმპერიალიზმის’ თვით-გაცხადებულ მტერ პრეზიდენტ რაფაელ კორეას სთხოვა.

მიუხედავად ამისა, ასანჟის ბედი კვლავ გაურკვეველია. ბრიტანეთის განცხადებით, მას შეუძლია ეკვადორულ საელჩოს ჩამოაშოროს მისი დიპლომატიური სტატუსი, რის შემდეგაც ასანჟს დაუყოვნებლიც დაიჭერენ.

თავის ტვიტერის გვერდზე ასანჟმა დაპოსტა, რომ ეკვადორის გადაწყვეტილება ‘ისტორიული გამარჯვებაა.’

 

კომენტარები