
ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების აზრით, ევრორეგულაციები ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდას აფერხებს. ევროკავშირიდან გამოსვლით ბრიტანეთი სუვერენიტეტს აღიდგენს დაზოგავს რა მილიარდობით ევროს. ევროენთუზიასტები კი ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთი, კავშირის მიტოვების შემდეგ, დაკარგავს პოლიტიკურ გავლენას და სავაჭრო პარტნიორებს, მისი ეკონომიკა კი ისევ ბრიუსელის რეგულაციების გავლენის ქვეშ დარჩება.
ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი რეფერენდუმის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა და ის გაურკვეველი ვადით გადადო. მისი აზრით, ამჟამად პრიორიტეტი ევროკრიზისიდან გამოსვლაა. კამერონი თვლის, რომ ამ მომენტში ევროკავშირში ყოფნა ბრიტანეთისთვის სასარგებლოა, რადგანაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიან ევროპულ ბაზართან წვდომა.





