ბრიტანეთი

ღარიბაშვილი: გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს პრინც ფილიპის გარდაცვალებას

"საქართველოს მთავრობის სახელითგულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო“. - საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინც ფილიპის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო". - წერს ირაკლი ღარიბაშვილი

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით იუწყება თავისი საყვარელი ქმრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების შესახებ". - ვკითხულობთ  ბაკინგემის სასახლის ვებ-გვერდზე.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს დილით, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა. 

დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

კომენტარები