ბრიტანეთი

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

Getty Images

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით იუწყება თავისი საყვარელი ქმრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების შესახებ". - ვკითხულობთ  ბაკინგემის სასახლის ვებგვერდზე.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს დილით, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა. 

დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომენტარები