აუქციონი

ბურჯის ქონება 8,7 მილიონ ლარად გაიყიდა

შპს ბურჯის ქონება აუქციონზე 8 761 513.55 ლარად გაიყიდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, ქონებაში სასაწყობე ფართებთან ერთად, ავტომობილებიც შედიოდა. როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებენ, ბურჯის ქონებით დაინტერესება დიდი იყო და ინტერნეტ-აუქციონის მეშვეობით ქონების შესასყიდად რამდენიმე მომხმარებელი ვაჭრობდა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ქინების ახალ მფლობელს არ ასახელებენ. მყიდველმა თანხა 10 დღეში უნდა გადაიხადოს.ბურჯის ქონებაზე საწყისი ფასი 5.153.831 ლარი და 50 თეთრი იყო.

შპს ბურჯი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია ქართული ოცნებისთვის უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის დაჯარიმდა. კოალიციისთვის შეღავათიანი პირობებით ავტომობილების მიქირავებასა და ოფისებით გარემონტებისათვის კომპანიას 10 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ბურჯმა ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.

 

კომენტარები