ოლიმპიური თამაშები

ლაშა შავდათუაშვილი - 2012 წლის პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი

პირველი ოქრო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე 29 ივნისს ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. 20 წლის გორელმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ვეტერანი უნგრელი ძიუდოისტი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ეს გამარჯვება სპორტსმენს და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. პრეზიდენტის მილოცვა Fasebook-ზე მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ამ გამარჯვებას, უპირველესად, ვულოცავ ლაშას, შემდეგ კი ყველა გულშემატკივარს - მთელ საქართველოს. მადლობას ვუხდი ამ პატარა ბიჭს, რომ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს როგორი მებრძოლები იზრდებიან საქართველოში. მისი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს უზომო სიყვარული, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ" - აღნიშნულია განცხადებაში.

ლონდონის ოლიმპიურ არენაზე დღეს კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს - ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი, ასევე ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი.

 

კომენტარები