ბრიტანეთში, 11 წლის ბავშვმა, რომელსაც არ გააჩნდა ბილეთი და ჩასაჯდომი ტალონი, მოახერხა მარტო ჩამჯდარიყო თვითმფრინავში და რომში გაფრენილიყო.
როგორც BBC იუწყება უბილეთო მოგზაურის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თვითმფრინავი აფრინდა და ბავშვი სალონში, სრულიად მარტო აღმოაჩინეს. ხოლო ის, თუ როგორ მოახერხა უბილეთო მგზავრმა აეროპორტის ყველა საჭირო ინსტანციის გავლა ამ წუთამდე უცნობი რჩება.
მანჩესტერის აეროპორტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო აეროპორტის რამოდენიმე თანამშრომელი დროებით გათავისუფლებულია სამსახურეობრივი მოვალეობისგან.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, უბილეთო მგზავრი სახლიდან იყო გამოქცეული.




