ტელეკომპანია მაესტრო

სასამართლომ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია მაესტროს მიერ საქართველოში დიდი ოდენობით შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის საფუძველზე მიიღო.

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება სრული აბსურდია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ტელეკომპანიის სატელიტური ანტენების დაყადაღებას მაესტროს დაჯარიმება მოჰყვება, ტელეკომპანია ჯარიმას არ გადაიხდის.

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია მაესტროს მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ მათი ინფორმაციით, მაესტრო მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე, ნათქვამია, რომ კომპანია მაესტრომ ანტენები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით შემოიტანა.

 

კომენტარები