ტრეილერი

RZA და კინო

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ჯგუფის, Wu-Tang Clan, წევრმა,  RZA, ფილმი გადაიღო. “ადამიანი რკინის მუშტებით” მეცხრამეტე საუკუნის ჩინეთში ერთი მჭედელის ისტორიაზე მოგიყვებათ, რომელიც მკვლელებსა და მეომრებთან გაერთიანდება, რათა საკუთარი სოფელი გადაარჩინოს.

 RZA მრავალი წელი მუშაობდა ამ პროექტზე. სცენარი ილაი როტთან ერთად დაწერა, ფილმის პროდიუსერი, მისი ახლო მეგობარი, კვენტინ ტარანტინოა. მთავარ როლებს თავად RZA, რასელ ქროუ და ლუსი ლიუ ასრულებენ.   ქანიე უესტი, the Black Keys, Wu-Tang Clan, Wiz Khalifa და თავად RZA ფილმის საუნდტრეკების ავტორები არიან. 

Kanye West, the Black Keys, Wiz Khalifa, Wu-Tang Clan, and RZA

 ჯერ–ჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი, “ადამიანს რკინის მუშტებით”  დაახლოებით ახალი წლის დასაწყისში ელოდებიან. 

კომენტარები