აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აზერბაიჯანს ამერიკული სამხედრო ტექნიკის ყიდვის შესაძლებლობა აღარ ექნება

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის ჰოვარდ ბერმანის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანი ამოიღო იმ ქვეყანათა სიიდან, რომელთაც ამერიკული სამხედრო ტექნიკის შეძენის უფლება აქვთ. კონგრესმენის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ალიევი ამ სამხედრო ტექნიკას ყარაბახში მიმდინარე შეტაკებებში გამოიყენებს.

„სახელმწიფო მდივან  კლინტონის გადაწყვეტილება სომეხი ხალხის ინტერესსა და რეგიონში მშვიდობის დაცვას ემსახურება,“ განაცხადა კონგრესმენმა ბერმანმა.

29 მაისს ბერმანმა  სახელმწიფო მდივანს წერილი მისწერა, რომელშიც აზერბაიჯანისთვის დაგეგმილი სამხედრო ტექნიკის მიყიდვაზე ისაუბრა. ამ ტექნიკის მიზანი საზღვის კონტროლი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები