საფრანგეთში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ ეროვნულ ასამბლეაში, პარლამენტის ქვედა პალატაში საკმარისი ადგილების რაოდენობა მიიღო იმისთვის, რათა უმრავლესობა ჩამოაყალიბოს.
მეორე ტურის შედეგად, სოციალისტებმა ნებისმიერი კანონის დამოუკიდებლად მისაღებად აუცილებელ 289 მანდატზე მეტი მიიღეს. წინასწარი მონაცემებით, ოლანდის პარტია და მისი მოკავშირეები ეროვნულ ასამბლეაში 577 ადგილიდან 315–ს მიიღებენ.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა სოციალისტმა ჟან–მარკ ეირომ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ევროპის კრიზის შეჩერება და და ევროზონის შენარჩუნებაა.
აღნიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე მიღწეული შედეგი საფრანგეთის უახლეს ისტორიაში სოციალისტებისთვის საუკეთესოა.





