ერაყი

ერაყში ტერაქტებს კიდევ 32 შიიტი მომლოცველი ემსხვერპლა

შაბათს ბაღდადში ორი მანქანის აფეთქებას, სულ ცოტა, 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების სამიზნე შიიტი მომლოცველები იყვნენ.

პირველი აფეთქება, რომელმაც 14 ადამიანი ადამიანი მოკლა, შულას რაიონის გზაზე მოხდა - ამ მარშრუტს ათასობით მომლოცველი იყენებს. ოთხი საათის შემდეგ, ცოტათი მოშორებით, კიდევ ერთი მანქანა აფეთქდა. პოლიციის ცნობით, დაიღუპა 18 ადამიანი.

ოთხშაბათს ტერაქტების სერიას, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 70 მომლოცველი ემსხვერპლა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფმა სუნიტურმა დაჯგუფებამ აიღო.

 

კომენტარები