კონტროლის პალატა

მენეჯმენტ სერვისს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს მენეჯმენტ სერვისს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრდა. მენეჯმენტ სერვისი დაკისრებული 5 მილიონამდე ლარის ნაცლად, მის ნახევარს გადაიხდის.

კონტროლის პალატამ მენეჯმენტ სერვისი კოალიცია ქართული ოცნებისთვის მომსახურების შეღავათიან ფასებში გაწევასა და უკანონო შემოწირულობაში დაადანაშაულა. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია. რომ ”საოფისე ფართების დაქირავებასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს მენეჯმენტ სერვისი ახორციელებდა”.

შსპ მენეჯმენტ სერვისის დირექტორი ბესო დემეტრაშვილი აცხადებს, რომ მისი კომპანია საკმარისი კაპიტალისა და ქონების არქონის გამო, დაკისრებული ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს და მას აუცილებლად გაკოტრება მოელის.

 

კომენტარები