საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, სადაც პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა.
სოციალისტურმა პარტიამ მოკავშირე მწვანეთა პარტიასთან ერთად ხმათა სრული რაოდენობის 46% -ზე მეტი მიიღო. მემარჯვენე ცენტრისტულმა სახალხო მოძრაობის კავშირმა კი ხმათა 34%.
არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, პარლამენტში მოხვედრა შეუძლია მემარჯვენე რადიკალურ ნაციონალურ ფრონტსაც, რომლესაც მარი ლე პენი ხელმძღვანელობს.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 ივლისს არის დანიშნული.




