ევრო 2013

U21: ესტონეთი 1:2 საქართველო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეექვსე მატჩი ჩაატარა და მეორედ იმარჯვა: ესტონელ 21-წლამდელებს ტალინში 2:1 სძლია.

ჩვენმა გუნდმა ახალი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველივე ოფიციალური თამაში მოიგო. ჩივაძე ამ საკვალიფიკაციოში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მესამე მწვრთნელია: ტურნირი ოთარ გაბელიამ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სოსო ჭედიამ შეცვალა.

ჩივაძის ფეხბურთელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს: მე-12 ქუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ლევან ყენიას პასის შემდეგ გახსნა ანგარიში, 26-ე წუთზე კი უკვე თავად ყენიამ შეძლო ზუსტად დარტყმა. 81-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - სამწუხაროდ, საბა კვირკველიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მატჩი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა - მასპინძლებს გიორგი ნადირაძის კართან სახიფათო მომენტი ერთხელაც არ შეუქნიათ.

ჩვენმა გუნდმა ჩივაძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა: 1 ივნისს ბელარუსის 20-წლამდელებს ამხანაგური 1:0 მოუგეს.

ესტონეთში გამარჯვების წყალობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მესამე ადგილზე გადავიდა. ჩვენი გუნდი ამ შესარჩევ ციკლში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს - 15 აგვისტოს ხორვატიას უმასპინძლებს, 6 სექტემბერს კი ესტონეთს.

 

5 ივნისი, 2012. ევრო 2013 - შესარჩევი მატჩი. ესტონეთი, ტალინი, ლილეკულა. 1500

ესტონეთი 1:2 საქართველო

გოლები: 0:1 თორნიკე ოქრიაშვილი (12), 0:2 ლევან ყენია (26), 1:2 საბა კვირკველია (81, სკ)

ესტონეთი: მ.მეერიტსი, ა.კულინიტსი, მ.რეინტამი (კაპ), ა.არტიუნინი (კ.მეტსი 46), მ.პოდოლჟუზინი, ს.სინილაიდი, ი.სუბოტინი (ა.პროსა 46), მ.კალურნიაე, რ.ალიკუ, მ.პაპონოვი, მ.პეიტრე (მ.ტშეგოდაიევი 77)

მწვრთნელი: ფრანკ ბერნჰარდტი (გერმანია)

საქართველო: გიორგი ნადირაძე, არჩილ ტვილდიანი, საბა კვირკველია, მამუკა კობახიძე, გივი იოსელიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან ყენია (ლაშა ჩაფიძე 46), ნიკა საბანაძე (ჯაბა ჯიღაური 61), ნიკა კვეკვესკირი (კაპ), გიორგი პაპავა, ზაქრო ბეგლარიშვილი (თემურ შარაშენიძე 80)

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გაფრთხილება: მ.კალურნიაე

მსაჯები: ტ.იოზკალფა; ს.ოკი, ჩ.სატმანი (თურქეთი)

კომენტარები