სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უარყოფს მთავრობის ძალების როლს ჰულას ჟლეტაში. ასადმა მკვლელობებს ‘საზიზღარი დანაშაული’ უწოდა, რომელსაც ‘მონსტრებიც’ არ იზამდნენ.
ასადმა უცხოური ძალების მიერ მხარდაჭერილი ‘ტერორისტები’ ქვეყანაში არეულობის შემოტანაში და ‘მტრობის პროექტში’ დაადანაშულა.
25 და 26 მაისის შორის ღამით მომხდარი შეტევისას ასზე მეტი ადამიანი, უმეტესად ბავშვები, დაიღუპა. თვითმხილველთა მიხედვით, მკვლელობათა უმეტესობა პრო-სამთავრობო სამხედრო შენაერთებმა განახორციელეს.
გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო წარმომადგენელმა კოფი ანანმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ ასადი თავის სიტყვებს ქმედებებად არ აქცევს.




