ჩინეთი

ტიბეტელმა ქალბატონმა ჩინეთში პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა

ტიბეტის მოქალაქემ, სამი შვილის დედამ ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით სიჩუანის პროვინციაში მდებარე ბუდისტურ მონასტერთან თავი დაიწვა. გავრცელებული ცნობით, ქალბატონმა უკიდურეს ზომებს ტიბეტში ჩინეთის მიერ დამყარებული მკაცრი პოლიტიკისადმი პროტესტის გამოსახატავად მიმართა.

აღნიშნული ფაქტი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ტიბეტის მოქალაქის მიერ ჩინეთში თავის დაწვის 38 - ე შემთხვევაა. გასულ კვირას ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ლჰასაში მონასტრის ტერიტორიაზე ორმა მღვდელმა დაიწვა თავი.

BBC - ის ცნობით, ჩინეთის სამართალდამცველებმა რამდენიმე ასეული ადამიანი ტიბეტის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ თვითდაწვებთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე დააკავეს.

 

კომენტარები