Facebook - ის აქციების ფასმა 30$ -დან 29.27$- მდე იკლო. ორი კვირის წინ კომპანია 100 მილიარდ დოლარად შეაფასეს, მას შემდეგ აქციების ღირებულება თითქმის მეოთხედით შემცირდა.
რუსეთის ყველაზე მსხვილმა სოციალურმა ქსელმა В Контакте Facebook - ის წარუმატებლობის განმეორების შიშით აქციების საფონდო ბირჟაზე გაშვება გადადო. ,, Facebook - ის აქციების გაიაფებამ ბევრ კერძო ინვესტორებს სოციალური ქსელების მიმართ ინტერესი დაუკარგა’’ - განაცხადა რუსული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ დუროვმა Twitter -ის საშუალებით.
"Facebook-ის საფონდო ბირჟაზე დებიუტი შეიძლება შეფასდეს როგორც ყველაზე პრობლემური ბოლო წლების განმავლობაში" -ამბობს BBC-ის ტექნოლოგიების განყოფილების კორესპონდენტი.




