ევრო 2012

საფრანგეთის ნაკრები

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

ფრანგები D ჯგუფში იასპარეზებენ: 11 ივნისს დონეცკში ინგლისელებს შეხვდებიან, 15 ივნისს იქვე დაუპირისპირდებიან თანამასპინძელ უკრაინას, 19 ივნისს კი კიევში შვედებს ეთამაშებიან.

მეკარეები: სედრიკ კარასო (ბორდო), უგო ლორისი (ლიონი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მეტიუ დებუში (ლილი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლორენ კოშიელნი (არსენალი, ინგლისი), ფილიპ მექსე (მილანი, იტალია), ადილ რამი (ვალენსია, ესპანეთი), ანტონი რევეილე (ლიონი)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე (ნიუკასლ იუნაიტედი, საფრანგეთი), ალუ დიარა (მარსელი), ფლორენ მალუდა (ჩელსი, ინგლისი), მარვინ მარტინი (სოშო), ბლაიზ მატუიდი (პარი სენ-ჟერმენი), იან მ’ვილა (რენი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), კარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე), ჟერემი მენესი (პარი სენ-ჟერმენი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მეტიუ ვალბუენა (მარსელი)

კომენტარები