რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის ხელმძღვანელ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა.
პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, ახალი მთავრობის სამი მეოთხედს ახალი წევრები შეადგენენ. მთავრობიდან წავიდა ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი.
მთავრობის სტრუქტურა პრაქტიკულად არ შეცვლილა. გაუქმდა ორი პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი, რომელიც ვიქტორ ზუბკოვს ეკავა. შემოღებულ იქნა შორეული აღმოსავლეთის განვითარების მინისტრის პოსტი. აგრეთვე ჩამოყალიბდა ‘ღია მთავრობასთან’ დაკავშირებული სამინისტრო.




