რუსეთი

ქსენია სობჩაკი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი პრესნენსკის რაიონის სასამართლომ ”სახალხო სეირნობაში” მონაწილეობის მიღებისათვის 1000 რუბლით დააჯარიმა. მას ”აქციის მსვლელობისას წესრიგის დარღვევა” ედება ბრალად.

სობჩაკი პოლიციამ 8 მაისს ოპოზიციის მიერ მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა.

ამჟამად პატიმრობაში იმყოფება მოძრაობა ”სოლიდარობის” ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი. მას 10 დღით თავისუფლების აღკვეთა კუდრინსკის მოედანზე ოპოზიციური ბანაკის გამართვის მცდელობისათვის მიესაჯა.

რუსი ოპოზიციონერები ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International სინდისის პატიმრებად აღიარა. ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებზე პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მათ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 

კომენტარები