
პროექტი „ლეგენდარული ოლიმპიელები”, რომელიც ქალაქის ტრანსპორტის სამმართველოს ეკუთვნის, დროებითია და თამაშების დასრულების შემდეგ ყველა გაჩერებას თავისი სახელი დაუბრუნდება.
ლონდონის მეტროს ახალ რუკაზე ხაზები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვითაა აღნიშნული და სადგურების სახელებიც ასეა შერჩეული.
სასიამოვნოა, რომ მძლეოსანთათვის განკუთვნილი არენებისკენ მიმავალ ხაზზე ერთ-ერთი სადგური სიგრძეზე ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის სახელობის იქნება – საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის სახელი შინდისფერ ხაზზეა დატანილი.

იმ ათლეტთა სახელები, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე 5 და მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს, სიმბოლურად 3 ვარსკვლავითაა აღნიშნული.
„ჩვენ გვიყვარს სპორტი და ვამაყობთ ლონდონით! 361 ადამიანის შერჩევა ნამდვილად არ იყო იოლი – ოლიმპიადას ხომ უამრავი ლეგენდარული პიროვნება ახსოვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას მეტ-ნაკლები წარმატებით გავართვით თავი”, – აღნიშნეს პროექტის ავტორებმა ალექს ტრიკეტმა და დევიდ ბრუკსმა.
ტრიკეტი BBC-ის საერთაშორისო სპორტული ამბების რედაქციის ხელმძღვანელია, ბრუკსი კი სპორტის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და არაერთი წიგნის ავტორი.





