ინდონეზიაში, სალაკის მთაზე ჩამოვარდნილი რუსული ლაინერის Sukhoi Superjet-100 ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი ცოცხალი არ გადარჩენილა. BBC - ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილი მგზავრების ცხედრებს მიაგნო.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამომძიებო კომიტეტმა საქმე სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა.
დღეს დილით თვითმფრინავის ნამსხვრევები კუნძულ იავას დასავლეთით მდებარე სალაკის მთის ფერდობზე იპოვეს.
Superjet-100 საჩვენებელ ფრენას აზიის ტურნეს ფარგლებში ახორციელებდა. რუსული ლაინერი რადარებიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ გაქრა.




