ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვედა პალატის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა გაავრცელა.
BBC - ის ცნობით, რუსეთის ახლადარჩეული პირველი პირი მედვედევის კანდიდატურას ოფიციალურად 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე წარადგენს. აღნიშნულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატი დეპუტატებს თავის მოსაზრებებს გააცნობს მინისტრთა კაბინეტის სამომავლო მუშაობის შესახებ.
პუტინმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით ვიცე-პრემიერს, ვიქტორ ზუბკოვს დაავალა.
გამოცემის ინფორმაციით, დანარჩენი მინისტრები თავიანთ მოვალეობას ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე შეასრულებენ.




