ტერაქტი

აფეთქებების სერია უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში აფეთქებების შედეგად დაჭრილთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მანამდე გავრცელებული ცნობებით კი სულ 19 ადამიანი იყო დაჭრილი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 11 საათსა და 50 წუთზე, კარლ მარქსის მოედანზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ტრამვაის გაჩერებასთან ერთ-ერთ ურნაში ამოქმედდა.

ამას გარდა, დნეპროპეტროვსკის ცენტრალურ ნაწილში დღეს კიდევ რამდენიმე აფეთქება განხორციელდა.

 

კომენტარები