რუსეთი

მოსკოვში იგეგმება მორიგი აქცია - ღვთისმშობელო გააგდე პუტინი

მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში 29 აპრილს, 14 საათზე იგეგმება აქცია-”ღვთისმშობელო გააგდე პუტინი!.” მოძრაობა ”სოლიდარნოსტის” წარმომადგენელმა რომან დობროხოტოვმა ამ გეგმის შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ცნობის თანახმად, აქტივისტების მიზანი რუსეთის გადარჩენაა, რასაც მათი აზრით ხელს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის უშლის .

29 აპრილს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი აცხადებს, რომ ”ვედრებაში” მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის მოქალაქეები. რომან დობროხოტოვმა მოუწოდა რუსეთის გადარჩენის იდეის მხარდამჭერებს მიიღონ მონაწილეობა აქციაში და ილოცონ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან დემონების განსადევნად.

 

კომენტარები