მოსკოვში მაისში დაგეგმილი საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათი მომხრეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში აპირებენ ერთიანი დემონსტრაციის გამართვას 6 მიასს უშუალოდ ახლადარჩეული პრრეზიდენტის ინაუაგურაციის წინ, რაც მოსკოვში 7 მაისს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.
ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 1 მაისს მოსკოვში აღარ გაიმართება ადრე დაგეგმილი საპროტესტო აქცია, 6 მაისის აქციისთვის ძალების კონცენტრაციის მიზენით. გავრცელებული ცნობებით, მაისის ამ აქციის ორგანიზატორები შეეცდებიან მიიღონ ნებართვა დედაქალაქის მერიისგან - საპროტესტო მსვლელობის მოსკოვის ცენტრში ჩასატარებლად. თუმცა, როგორცა არ უნდა იყოს მერიის გადაწყვეტილება ისინი აპირებენ ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებით მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატვად.
ორგანიზატორებს შორის არიან: გარი კასპაროვი, ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი, ოლგა რომანოვა, სერგეი უდალცოვი.



