საფრანგეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უნდა დაფიქრდეს სირიაში მშვიდობის დასამყარებად შესაძლო ძალის გამოყენებაზე, თუკი ამ ქვეყნის ხელისუფლება არ შეასრულებს სამშვიდობო გეგმას.
"ჩვენ არ შეგვიძლია მათ ნება დავრთოთ მოგვატყუონ.“- აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ.
სამშვიდობო გეგმა, რომლის ინიციატორებიც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი და არაბულის ლიგის ქვეყნები არიან ძალაში 12 აპრილს შევიდა, თუმცა სირიის რეჟიმი არ ასრულებს მას და არ გაჰყავს სირიის ქალაქებიდან მძიმე ტექნიკა, ასევე აგრძელებს ოპოზიციის მომხრეებზე იერიშს.
უკანასკნელი ცნობებით, სირიის ქალაქ ჰომსში 70 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აფეთქებამ, რომელსაც რამდენიმე სახლის ნგრევა მოჰყვა.



