რუსეთი

მოსკოვში, მოქალაქე მოსამართლეს დაესხა თავს Pussy Riot-ის საქმის გამო

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 თვიანი პატიმრობა მიესაჯა ანდრეი ბოროდინს, რომელიც თავს დაესხა მოსკოვის, ტაგანის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ელენა ივანოვას - პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრების გათავისუფლების მოთხოვნით.

"მოსამართლე ივანოვა ციხეში ამწესებს უდანაშაულო ადამიანებს, მათ უხანგრძლივებს პატიმრობის ვადას,“- უთხრა დაკავებულმა სასამართლოს და გამოთქვა სინანული, რომ არ მოკლა დაზარალებული.

ბოროდინმა განაცხადა რომ მოსამართლის კაბინეტში ცულით შეიჭრა და პანკ-ჯგუფის წევრებისთვის პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, მოსამართლის ყვირილზე კი დაცვის თანამშრომლებმა მოირბინეს. ჩადენილის მოტივაციად დაკავებულმა დაასახელა ის, რომ რუსეთის ხელისუფლებაც და სასამართლოც „დამპრობლების ხელშია.“

ანდრეი ბოროდინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, რაც ითვალისწინებს სასჯელს 12 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე.

ტაგანის რაიონის სასამართლომ კი პანკ-ჯგუფის დაკავებულ წევრებს  ივნისის ბოლომდე გაუხანგრძლივა პატიმრობა.

გოგონებს ბრალად სდებენ ხულიგნობას და რელიგიურ შეუწყნარებლობას მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძრაში შესრულებული პანკ-ვედრებისთვის "ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი!."

 

კომენტარები