საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სოციალისტების კანდიდატმა ფრანსულა ოლანდმა, მოქმედ პრეზიდენტზე, ნიკოლა სარკოზიზე მეტი ხმა მიიღო.
გავრცელებული ცნობებით, ოლანდს ამომრჩევლის 28, 6 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო სარკოზის 27, 1 -მა პროცენტმა.
მესამე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე კანდიდატი," ნაციონალური ფრონტის" წარმომადგენელი მარინ ლე პენი. მან ხმების 18 პროცენტი მიიღო, რაც „ ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატისთვის რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა.
სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 10 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველი კი საკმაოდ აქტიური იყო. გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთში, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის 70 -მა პროცნტმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოო არჩევანს ის ფრანსულა ოლანდსა და ნიკოლა სარკოზის შორის გააკეთებს, რომლებიც ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 6 მაისს უნდა გაიმართოს.



