მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძართან ათასობით მორწმუნე შეიკრიბა იმ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებმა ეკლესიის, რწმენის და სიწმინდეების დასაცავად დაგეგმეს.
„ლოცვის დღეს“ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში წირვა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ჩაატარა, შემდეგ კი მოეწყო მორწმუნეების მსვლელობა.გავრცელებული ცნობებით, მასში 65 000-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობდა.
მსვლელობაში მონაწილეებმა გააპროტესტეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე „თავდასხმები,“ რაშიც პირველ რიგში იგულისხმეოდა პაკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრების მიერ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული ცნობილი აქცია.
„ ჩვენ არ შევკრებილვართ მიტინგზე, ეკლესია მიტინგებს არ ატარებს. ჩვენ ერთად ვართ რომ ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რათა მომავალში აღარასოდეს იქნას ხელყოფილი ქრისტეს ტაძარი, აღარასოდეს შეურაცხყონ ჩვენი სიწმინდეები, არ უარყონ ჩვენი ისტორია.“-ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის პატრიარქმა მრევლს.
პანკ-ჯგუფის სკანდალური აქცია ქრისტე-მაცხოვრის ტაძარში 2012 წლის 12 თებერვალს მოეწყო. მოგვიანებით, პოლიციამ ჯგუფის წევრი გოგონები დააკავა, მათ ბრალი წაუყენეს ხულოგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაში. გოგონება ტაძარში შეასრულეს პანკ-ლოცვა : "ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი!"



