დღეს სრულიად საფრანგეთის მასშტაბით სიჩუმის დღეა გამოცხადებული და ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება.
ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, კანდიდატებმა დაასრულეს მხარდამჭერებთან შეხვედრები და წინა საარჩევნო კამპანიებიც დასრულდა.
საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ნიცაში გამოსვლისას საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა რომ არჩევანი გააკეთონ ძლიერ საფრანგეთზე და მხარი სწორედ მას დაუჭირონ.
სარკოზის მთავარ კონკურენტად სოციალისტური პარტიის ლიდერი, ფრანსუა ჰოლანდი მიიჩნევა.
იმ შემთხვევაში თუ არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, მეორე ტური 6 მაისს ჩატარდება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 10 კანდიდატი იღებს.




