მოსკოვი

Pussy Riot - ის მხარდამჭერები გაათავისუფლეს

მოსკოვში გაათავისუფლეს, გუშინ, ტაგანის რაიონის სასამართლოსთან დაკავებული პირები, რომლებმაც  პანკ-ჯგუფ “Pussy Riot“ - ის მხარდასაჭერი აქცია  გამართეს.

მოსკოვის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ  აქტივისტებზე, დაახლოებით 30 ადამიანზე ოქმი შეადგინეს, რის საფუძველზეც, ისინი დღეს სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ.

გუშინ ტაგანის სასამართლომ “Pussy Riot“ - ის წევრებს, მარია ალიხანას, ნადეჟდა ტოლოკინიკოვასა და ეკატერინე სამუცევიჩის პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. გოგონებს ბრალი ხულიგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაში ედებათ, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

რუსულ მართმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნავენ, რომ მათ აღარ აქვთ იმის იმედი, რომ ჯგუფის წევრები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და მოინანიებენ.

 

კომენტარები