სირიის კრიზისი

ასადს სამშვიდობო გეგმის შესრულებისკენ მოუწოდებენ

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ბაშარ ასადს „მძიმე შედეგები" ელის,  თუკი   არ დაიწყებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის  შესრულებას. კლინტონმა გუშინ, ბრიუსელში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასადი აგრძელებს რეპრესიებს.

სირიის ხელისუფლება სამშვიდობო გეგმით აღებული ვალდებულებების ბოლომდე შეუსრულებლობაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ასადისგან მოელის „მკაფიო სიგნალს“, რომ ის იცავს მშვიდობას.

დღეს პარიზში სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა უნდა გაიმართოს. მასზე 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმსჯელებს იმაზე თუ რამდენად ასრულებს სირიის რეჟიმი სამშვიდობო გეგმას.

 

კომენტარები