ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ მისი პარტია იბრძოლებს რუსეთში კონსტიტუციური მონარქიისთვის. მეფის სავარაუდო კანდიდატად ბერეზოვსკიმ პრინცი ჰარი დაასახელა.
ბიზნესმენმა ეს აზრი კვირას აღდგომის დღესასწაულზე თავის ბლოგზე გამოთქვა.
„მონარქიის დაბრუნება იქნება დაკარგული დროის აღდგენის და რუსეთის ხელახლა დაბადების სიმბოლო. პრინცი ჰარი არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი და სახე თანამედროვე ცივილიზაციის და ის სავარაუდო კანდიდატია. მას უფრო მეტი რუსული სისხლი აქვს ვიდრე ნიკოლოზ მეორეს ჰქონდა. „ - ვკითხულობთ ბერეზოვსკის ბლოგზე.
ბიზსენმენს სხვა იდეებიც აქვს. რუსეთის კონფედერაციით დაწყებული , რუსეთის სამოციქულო ეკლესიის გარდაქმნით დამთავრებული.



