პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2012 წლის ბოლომდე კიდევ 10 ჰიდროელექტროსადგურის აშენება დაიწყება

”დარიალისა და ლარსის ჰიდროელექტროსადგურები იმ დიდი ენერგეტიკული პროექტის ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. ახალი ჰესების მშენებლობა არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია, არამედ ჩვენი მრავალი თანამოქალაქის დასაქმების სფეროც.’’ -განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

საქართველოში 15 ახალი ჰესის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სადაც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სვანეთში 2017 წელს ამოქმედდება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 210 მეგავიტი იქნება და მის მშენებლობაზე 630 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

,,2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ათი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება, რომელზეც 13 ათასი ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც იწყება დიდი მოცულობის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაც.’’- აღნიშნა პრესსპიკერმა.

 

კომენტარები