სირიის კრიზისი

გაერო: სადამკვირვებლო მისია სირიაში

საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში უკვე დაიწყო მუშაობა გაეროს სადამკვირვებლო მისიამ. ცნობილია, რომ მას არაბულ ქვეყანათა ლიგის კრიზისის დარეგულირების გეგმის შესრულების მონიტორინგი ევალება.

დღეისათვის სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავი მოქმედებს – ეს გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის ზემოხსენებული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წყაროებით უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო ჯარებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვიეს.

სირიაში გასული წლის მარტიდან არ შეწყვეტილა შეტაკებები სახელმწიფო ჯარსა და ანტისახელისუფლებო ძალებს შორის. ოფიციალური ინფორმაციით, ამ შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ცხრა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე და სამხედრო შეეწირა.


კომენტარები