ოსლო

დაიწყო ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი

ოსლოში დაიწყო ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. მას ბრალი ედება ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში.

შარშან, ივლისში, ანდერს ბრეივიკმა ტერორისტული აქტი მოაწყო ოსლოში, შემედგ კი კუნძულ უტოიაზეა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდების ჯგუფს. მოკლულებს შორის, რომელთა რიცხვმაც 70-ს გადააჭარბა იყოს საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. მოკლულების გარდა იყვნენ დაჭრილებიც, სულ 151 დაჭრილი.

ცოტა ხნის წინ ბრეივიკის ხელმეორე ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის შერაცხადია. ფსიქიატრების ეს დასკვნა ეწინააღმდეგება მანამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც უსასტიკესი დანაშაულის ჩამდენი ნორვეგიელი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა მოეთავსებინათ.

ბრეივიკი დანაშაულს აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის თავის დანაშაულს ევროპის ისლამისგან დაცვის მიზნით ხსნის. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე ბრეივიკს მიეცემა საშუალება გააკეთოს განმარტებები.

ტრაგედიას, რომელიც 33 წლის ნორვეგიელმა დაატრიალა,  BBC ნორვეგიაში დაღუპულ ქართველ სტუდენტზე, თამთა ლიპარტელიანზე სიუჟეტის მომზადებით გამოეხმაურა. ამ სიუჟეტში გოგონას დედა იხსენებს, რომ ბოლოს შვილი ოსლოში მომხდარი აფეთქების შემდეგ ესაუბრა და სთხოვა არ ენერვიულა, რადგან კუძული უტოია ოსლოდან შორსაა. 

 

კომენტარები