ავღანეთში მეამბოხეებმა შეთანხმებული თავდასხემბი განახორციელეს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ქაბულში. მათ იერიში მიიტანეს უცხო ქვეყნის საელჩოებზე, ნატოს შტაბ-ბინასა და პარლამენტის შენობაზე. აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ეს იყო პირველი ასეთი ფართო მასშტაბის იერიში.
ავღანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ბოლო თავდასხმების უკან ალყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი დგას. ავღანეთის უშიშროების ძალებმა მათ თავდასხმებს უპასუხეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უკანასკნელ ბრძოლების შედეგად მოკლულია 36 მეამბოხე, უშიშროების ძალებმა კი 8 თანამშრომელი დაკარგეს, გარდაცვლილია 3 სამოქალაქო პირიც. ამერიკის შეერთებულიმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს თალიბანის ქმედებები.




