მოსკოვი

დოკუ უმაროვს პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახური ჩრდილო კავკასიელი მეამბოხეების ლიდერს დოკუ უმაროვს ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა ”კომერსანტი” იუწყება. გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდასხმის უშუალო მზადებაში ეჭვმიტანილები ადამ ოსმაევი და ილიან პიანზინი უკრაინაში დააკავეს, მათ აღიარეს, რომ სწორედ დოკუ უმაროვის დავალებით უნდა გამგზავრებულიყვნენ მოსკოვში და მოემზადებინათ პუტინზე თავდასხმა.

დოკუ უმაროვზე ძებნაა გამოცხადებული დომოდედოვოს აეროპორტში მოწყობილი ტერორისტული აქტის ორგანიზების ბრალდების გამო.

 

კომენტარები