ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. ლეონ პანეტა, აშშ-ში, ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, სადაც ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის.
ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა.





