საქართველო-გერმანია

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მე-20 წლისთავს კონცერტი მიეძღვნება

დღეს, თბილისში, საქართველო და გერმანია გერმანულ-ქართული საიუბილეო კონცერტით აღინიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მეოცე წლისთავს.

კონცერტი რუსთაველის თეატრში 19:30 წუთზე დაიწყება. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდსა და სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

რიხარდ ვაგნერის „ნიურნბერგელი მაისტერზინგერების“ უვერტიურის შემდეგ, გერმანელი სოპრანო ბრიგიტე ვოლფარტი შეასრულებს ნაწყვეტებს ვაგნერის ოპერებიდან : „ლოენგრინი“ და „ტრისტანი და იზოლდა.“ კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდება ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია.

ბრიგიტე ვოლფარტი იყო „რიჰარდ ვაგნერის კავშირის“ სტიპენდიანტი.

ვახტანგ მაჭავარიანს 80-ზე მეტ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, ის დირიჟორობდა კონცერტებსა და გამოსვლებს მთელს მსოფლიოში. მის სახელს უკავშირდება მრავალი პრემიერა და დადგმა თბილისში, მათ შორის ვერდის „ფალსტაფ,“ ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდა,“ და ბარტოკის “ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე.“

 

კომენტარები