პრეზიდენტის ადმინისტრაცია

29 თებერვლიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარი 30000 -მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა.

პრეზიდენტის ინიციატივით , საქართველომ თებერვლის ბოლოს , ცალმხრივად, თქვა უარი რუსეთთან სავიზო რეჟიმზე. მიხეილ სააკაშვილი , გუშინ , ლარსის გამშვებ პუნქტს ეწვია და პირადად გაეცნო იმას, თუ როგორ მუშაობს საქართველოს გადაწყვეტილება.საქართველოს პირველი პირი პირადად დახვდა და გაესაუბრა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს მიერ დაწესებული უვიზო რეჟიმით სარგებლობა გადაწყვიტეს.

"29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებლთან შედარებით, 70%-ით მეტია. ვფიქრობ,” - აღნიშნა ღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

 

კომენტარები