ამერიკულმა კომპანია Terrafugia-მ ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო-შოუზე წარადგინა მანქანა, რომელსაც ფრენა შეუძლია. მანქანის წარმოდგენილი ნიმუში ორადგილიანია, აქვს ოთხი ბორბალი და დასაკეცი ფრთები.
კომპანია Terrafugia-ს ვიცე პრეზიდენტი გაყიდვების დარგში კლიფ ალენი აცხადებს, რომ ეს არის პირველი მანქანა მსოფლიოში, რომელიც აკმაყოფილებს როგორც საავიაციო, ასევე საგზაო ტრანსპოტის სტანდარტებს. ,,ეს არის ქუჩის პირველი ლეგალური თვითმფრინავი’’ -აღნიშნა კლიფ ალენმა.
მარტში მანქანამ გამოსაცდელი ფრენა შეასრულა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მანქანის ფასი 279.000 $ იქნება და მისი ყიდვა სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება შესაძლებელი.





