80 წლის ამერიკელმა ქალბატონმა გარდაცვლილი მეუღლის მაგივრად თვითმფრინავის მიწაზე დაშვება მოახერხა. ჰელენ კოლინსმა თვითმფრინავის მართვის მინიმალური ცოდნით შეძლო ექსტრემალურ სიტუაციაში ორმუხრუჭიანი „სესნა“ დაესვა ვისკონსინის შტატში, ჩერილენდის აეროპორტში.
კოლინსის განცხადებით, იგი აცნობიერებდა რომ მისი მეუღლე აღარ იყო ცოცხალი, თუმცა მაინც მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება. მისივე თქმით, იგი 30 წლის წინ გადიოდა თვითმფრინავის მართვის გაკვეთილებს დამწყებთათვის.
თვითმფრინავის დაშვების დროს ავზში საწვავი გათავებული იყო, ხოლო ორი მუხრუჭიდან ერთი მწყობრიდან გამოსული, თუმცა ხანდაზმული ქალბატონისათვის ამას არ შეუშლია ხელი. მისი შვილის თქმით, აეროდრომზე ჰელენი ყველაზე მშვიდად გამოიყურებოდა და სრულ კონტროლსაც ფლობდა.
ჯონ და ჰელენ კოლინსები თვითმფრინავით სახლში, ფლორიდაში ბრუნდებოდნენ, როდესაც პილოტის კაბინაში ჯონი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
ინციდენტის შემდეგ ჰელენი ზურგისა და ნეკნების დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე დღეში გამოწერენ.




